Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2021-10-19
Beginning 20:00 HR
Address Facebook/Zoom Live

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველწლიურად 10 ოქტომბერს აღნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ცნობადობის ამაღლებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ სტიგმებთან ბრძოლას.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/EMSA TSU, გეგმავს ჩაატაროს საჯარო ლექცია. ლექციას წარუძღვება ქალბატონი თამარ ალადაშვილი - ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმი-ფსიქიატრი, თსუ- ის მედიცინის ფაკულტეტის დოქტროანტი, ევროპის ფსიქოფარმაკოლოგიის კოლეჯის (ECNP) წევრი, ევროპის ფსიქიატრთა ასოციაციის (EPA) წევრი, ევროპის ფსიქოსომატური მედიცინის ასოციაციის (EAPM) წევრი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის გენერალური მდივანი, გერმანულენოვან ფსიქიატრთა და ნევროლოგთა ასოციაციის (DGPPN) წევრი.

 

საჯარო ლექცია ჩატარდება 19 ოქტომბერს20:00 სთ-ზე, EMSA TSU-ის გვერდზე Facebook ლაივის საშუალებით Facebook Event - ის ბმული: იხ. ბმული

Related events